უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საბჭო მუშაობს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული.
მისივე თქმით, ამ კონკრეტული მომენტისთვის შესაძლებელია, ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიებების განსაზღვრა.
„მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი და შესაძლოა, ამ კონკრეტული მომენტისთვის ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიების ჩამონათვალის განსაზღვრა, თუმცა საბჭო, ცხადია, საბჭო მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული,“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.