LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ვნახე და მგონია, რომ ვმუშაობ: მეგრელიშვილი

143
ვახტანგ მეგრელიშვილი

“მთელი წელია ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ,” – განაცხადა პარტია “გირჩის” წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და თქვა, რომ დღეს  პარლამენტის თავმჯდომარე ნახა და ჰგონია, რომ მუშაობს.

მეგრელიშვილი ამ რეპლიკით ოპოზიციის მხრიდან უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების თაობაზე კრიტიკას გამოეხმაურა.

გასული 6 თვე ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, 2-ჯერ შემოვლენ პარლამენტში და მათთვის ისევ უქმე დღეები დაიწყება – ოპოზიციას სიზარმაცეში მმართველი გუნდიც ადანაშაულებს

მეგრელიშვილის თქმით, ვისაც მუშაობა სურს, დღესაც შეუძლია იმუშაოს:

“მთელი წელია, ვცხოვრობთ უქმე დღეების რეჟიმში. უქმე დღეები ისეთი რაოდენობით გვაქვს, რომ ციხის პატიმრებს შეშურდებათ.

მოვისმინე “ქართული ოცნების” წინადადება, რომ მობრძანდნენ, პრობლემა არ არისო, უქმე დღეებშიც ვიმუშავებთო. აქედან გამომდინარე, მათ ვერ დააბრალებ. თუ მუშაობა გვინდა, შეგვიძლია, ვიმუშაოთ დღესაც. დღეს მაგალითად, ვნახე პარლამენტის თავმჯდომარე და მგონია, რომ ვმუშაობ.” – თქვა მეგრელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g