LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამები, ალბათ, შეინანებენ, თუმცა დაგეგმილი პროვოკაცია იყო: ანდრია ჯაღმაიძე გარეჯში მომხდარ ინციდენტზე

80
ჯაღმაიძე (1)

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე დავით-გარეჯში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, რომლის დროსაც სასულიერო პირები მთავარი არხის ჟურნალისტსა და ივერი მელაშვილს დაესხნენ თავს. მისი განცხადებით, ეს „დაგეგმილი პროვოკაცია“ იყო.

როგორც „ტვ პირველის“ ეთერში ჯაღმაიძემ განცხადა, გარეჯში დღესასწაულის აღნიშვნისას და ხალხმრავლობისას ივერი მელაშვილი არ უნდა გამოჩენილიყო.

„გუშინდელი ინციდენტი პროვოკაციად იკითხება. ძალადობას, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით და, რა თქმა უნდა, არაა სასულიერო პირის საქმე, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი პროვოკაციების დროს, როგორი გამომწვევიც არ უნდა იყოს, როგორმე სასულიერო პირები არ ჩავარდნენ უხერხულ მდგომარეობაში. მამები, ალბათ, ამას თავადვე გააცნობიერებენ და შეინანებენ. რაც შეეხება მეორე მხარეს, ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ვგმობთ მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას: ნინო ლომჯარია

ივანიშვილის რეჟიმის მიერ წახალისებული და დაუსჯელი დანაშაულებების ბუნებრივი გაგრძელებაა: ევროპული საქართველო მთავარ არხსა და მელაშვილზე თავდასხმაზე

გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან: გომელაური ტვ “მთავარზე” და მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე

მედიაზე თავდასხმა მიუღებელია: შს მინისტრი

ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება – ილია მეორე

mazda magti 5g