LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, 3 089 აცრა ჩატარდა, ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია კი 77 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

84
Untitled design (3)

7 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 54 687 აცრა ჩატარდა. ბოლო 24 საათში კი 3 089 მოქალაქე აიცრა.

სრულად ვაქცინირებულია 8 700 ადამიანი.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში ჩართულია “ასტრაზენეკას”, ‘ფაიზერის” და “სინოფარმის” ვაქცინა.

დაწყებულია “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაციაც.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალზე, დღევანდელი მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 77 ათასზე მეტი მსურველი.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.

magti 5g