LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემის დოკუმენტს ხელი მოაწერა

42
1601621327

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი ის გარდაიცვლება, ან სხვა მიზეზით ვეღარ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას. ამის შესახებ Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Belta-ზე დაყრდნობით იუწყება.

ბრძანებულება სათაურით, „სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წყობის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს უსაფრთხოების საბჭოსთვის უფლებამოსილების გადაცემას მკვლელობის მცდელობისას სახელმწიფოს მეთაურის დაღუპვის, ტერაქტის, გარე აგრესიის ან სხვა ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში.

ამავე დროს, ქვეყანაში დაუყოვნებლივ შემოიღებენ საგანგებო ან საომარ მდგომარეობას და უსაფრთხოების საბჭო მისი აღსრულების ზომებს განსაზღვრავს.

დადგენილება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან. აპრილის შუა რიცხვებში ლუკაშენკომ განაცხადა ადამიანების ჯგუფის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც ემზადებოდნენ მისი და მისი შვილების წინააღმდეგ თავდასხმისთვის.

უსაფრთხოების საბჭოში ლუკაშენკოს გარდა 8 ადამიანი შედის, მათგან ოთხი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g