LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

75
BIONTECH

შეერთებული შტატების „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12დან -15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა. მანამდე “ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წლის ასაკის ზემოთ იყო დაშვებული.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი კოვიდ 19-ის ვაქცინაა, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირების ვაქცინაციისთვის დაამტკიცეს.

“მშობლებსა შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ სააგენტომ ყველა არსებული მონაცემის მკაცრი და საფუძვლიანი განხილვა განახორციელა,” – განაცხადა აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯანეტ ვუდკოკმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოყენებისათვის დამტკიცებული კიდევ ორი ვაქცინა, Moderna და Johnson & Johnson, ჯერჯერობით არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან კვლევები ამ მიმართულებით არ დასრულებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g