LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომი გამოუვლინდათ აცრის შემდეგ ინგა გრიგოლიასა და ეკა მიშველაძეს

66560
ekadainga3435

„ტვ პირველის“ ჟურნალისტები, ინგა გრიგოლია და ეკა მიშველაძე ამ დღეებში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. ორივე მათგანს ერთი და იგივე სიმპტომი გამოუვლინდა, ეს ძილიანობაა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერენ.

ინგა გრიგოლია:

„აცრამ ისეთი ძილიანობა მომიტანა. მძინავს დღეც და ღამეც, აქამდე სულ ძილის პრობლემა მქონდა და აცრის მერე, მთელი ღამე, გადაბმულად 14 საათს მძინავს. ჰოდა, ახლა გადაცემა მეწყება და იმედია, რომელიმე რესპონდენტთან ინტერვიუს დროს, სტუდიაში არ ჩამომეძინება და ხვრინვის ხმას არ გაიგებთ ეთერში )))))) ვინმეს დაგემართათ ასეთი რამ აცრის შემდეგ?“

ეკა მიშველაძე:

„ვისაც აინტერესებს აცრის შემდგომი მდგომარეობის მახასიათებლები: ძირითადად, მეც მეძინება (ისე, ძილი არ მიყვარს) და ცოტა გაბრუებული ვარ. ეგ არის და ეგ! დილაობით სხვა დროსაც ვყოფილვარ ასე. ასე, რომ არაფრის შეგეშინდეთ, თამამად აიცერით!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g