ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულთა ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განაცხადა, დაცვის მხარეს აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის საკითხი არ დაუყენებია, თუმცა, საპროცესო კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია გადასინჯოს აღმკვეთი ღონისძიების საკითხი 20 დღეში ერთხელ.
ადვოკატის თქმით, მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა ბრალდებულები. მისივე თქმით, მოსამართლის განმარტებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.