74 წლის სილვესტერ სტალონე და 52 წლის ჯენიფერ ფლავინი მართლაც სამაგალითო ჰოლივუდური წყვილია. მათ უკვე მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათი ურთიერთობა გარჩევის საგანი არასდროს გამხდარა.
სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწინების 24-ე იუბილე აღნიშნა. ღირშესანიშნავი თარიღის საპატივცემულოდ მსახიობმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა და მეუღლეს ემოციურ სიტყვებით მიულოცა იუბილე.
„24 წლის იუბილეს გილოცავ, დრო მიფრინავს, მე ბედნიერი ცხოვრება მაქვს ჩემი მეუღლისა და ოჯახის დამსახურებით“, – წერს მსახიობი.
შეგახსენებთ, მათ ერთმანეთი 1988 წელს გაიცნეს და შეხვედრაც მალევე დაიწყეს. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს.