LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ომალოდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

90
Untitled design

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ომალოში მყოფ ორ ადამიანს მაშველების დახმარება დასჭირდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მეცხვარეებთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი, რომელიც იყო შეუძლოდ და საავადმყოფოში გადასაყვანად მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

ასევე, ომალოს მიმდებარედ, მთაში, მწყემსებისთვის განკუთვნილ შენობაში იმყოფებოდა მწყემსი, 61 წლის მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

“აღნიშნულ ლოკაციებზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეტყობინებებზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა. ომალოს მიმართულებით, მეხანძრე-მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გავიდნენ.” – აცხადებენ სააგენტოში.

მეხანძრე-მაშველების მიერ ორივე მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ ექიმები შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

 

mazda magti 5g