LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia K900 განახლდა: პირველი ოფიციალური ფოტოგრაფია

76
kiak900

კომპანია Kia–მ განახლებული K900–ის დიზაინი ოფიციალური კადრებით გაამხილა. მოდელის შესახებ ტექნიკური დეტალები არ ვრცელდება, თუმცა დიზაინი ნამდვილად განახლდა.

რესტაილინგის შემდეგ K900–მა უზარმაზარი რადიატორის ბადე და შემცირებული წინა ოპტიკა მიიღო. უკან ფარების ნაწილზე უარი თქვეს, ხოლო სანომრე ნიშანმა საბარგულის სახურავიდან უკანა ბამპერზე გადაინაცვლა. შეიცვალა 19 დიუმიანი დისკების დიზაინიც.

სალონის ფოტო, ისევე როგორც აგრეგატის შესახებ ინფორმაცია, ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამხრეთ კორეაში განახლებული K9 ძველ „ატმოსფერულ“ V6 ძრავს მიიღებს და 370 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. ძრავა 8–დიაპაზონიან ავტომატიზებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g