20 მაისს, რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM” ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, ნინო სამადაშვილი სტუმრობდა ნამდვილ ზღაპარზე, სპექტაკლ „ფასკუნჯზე“ სასაუბროდ. მან ასევე ისაუბრა თავის როლზე და სპექტაკლის წინ იმ ჩვევაზე, რომელიც წესადაც კი ექცა.
მოგვიყევი „ფასკუნჯის” და კონკრეტულად შენი როლის შესახებ…
ჩემთვის განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო პარტიაა, რადგან ქალბატონი ნინო ანანიაშვილი იყო ამ როლის შეუდარებელი შემსრულებელი. ამ პარტიის შესრულებამ მომიწია არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც. როდესაც ვცეკვავთ „გედების ტბას” და „ფასკუნჯს”, მაყურებელმა მათ შორის განსხვავება უნდა დაინახოს. ისინი ერთმანეთს არ უნდა ჰგავდეს. ამაში კი გვეხმარება ჩვენი სხეულის გამოხატულება. ვართ ყოველდღიურ მუშაობაში და დღითი დღე იხვეწება პატარ-პატარა დეტალები, რომელიც დიდ შედეგს იძლევა. ჩემს პედაგოგს, ქალბატონ სვეტლანა გოჩიაშვილს და ნინო ანანიაშვილს მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა, მათ დიდი შრომა ჩადეს ამ სპექტაკლში.

როგორც ვიცით, ანდრის ლიეპამ სხვადასხვა ქვეყანაში მიგიწვია, რათა „ფასკუნჯი“ შეგესრულებინა, უფრო ვრცლად რომ გვიამბო ამის შესახებ..
რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში და დაიწყო ამ სპექტაკლის დადგმა, მასთან მუშაობით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ალბათ, ჩემში რაღაც „ფასკუნჯისებური” დაინახა, გვქონდა პრემიერა, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ამის შემდეგ კი მიმიწვია სხვადასხვა თეატრში, მინსკსა და დუბაიში. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე აუცილებელია აქტიური რეპეტიციები, რადგან არ დაგავიწყდეს რაიმე უმნიშვნელო დეტალიც კი.
სცენაზე გასვლის წინ რაიმე ჩვევა, ან ტრადიცია ხომ არ გაქვს?
ჩვენი, ყველას ტრადიცია არის გახურება, რათა სხეული ფორმაში მოვიყვანოთ. ასევე რამდენიმე წუთით ვრჩები მარტო საკუთარ თავთან, რომ გავიაზრო ის ყველაფერი, რაზეც ნამუშევარი მაქვს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი