LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გორსალა ნახეთ რა, ჩემმა ქებამ როგორ აწყინა“ – რუსუდან მუმლაძე ინდირა ჯგერნაიას დაუპირისპირდა

2983
BeFunky-collage (6)

მომღერალი ინდირა ჯგერნაია „ფარულ კონვერტში“ მასზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მუსიკოს რუსუდან მუმლაძეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„მადლობა ქალბატონო რუსუდან კარგი შეფასებისთვის, მაგრამ ახლა რომ ასე ძალიან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ, იმ ქალის დამსახურებაა“,-წერდა ჯგერნაია.

“ახლა რომ ასე ძაან მოგწონვართ, ქმარი რომ აახიეთ იმ ქალის დამსახურებაა” – ინდირა ჯგერენაია რუსუდან მუმლაძეს პასუხობს

ინდირა ჯგერნაიას რუსუდან მუმლაძემ ასევე სოციალურ ქსელში უპასუხა.

„ნუ, რომ გაიძულებს ადამიანი, გათქმევინოს… ეს გორსალა ნახეთ რა. ჩემმა ქებამ როგორ აწყინა.

მე რომ ნერვები მეშლებოდა მაშინ მის მიმართ ჟიურის სნობურ მიდგომაზე, ჯეოსტარის ქასთინგებზეც და კონკურსშიც. (აიყვანეს, მაგრამ ვაი იმ აყვანას.) სიმღერასაც რომ უწუნებდნენ, თან ძალიან რომ ეგოიმებოდათ, სახეზე ეწერათ და “მჟავე” სახეებით მიუგდებდნენ ხოლმე შეფასებებს. თავად კი, მისი ჭროღა თვალებით გამწარებული იგერიებდა მათ სნობიზმს!

ნუ, ჩემი სამართლიანობა არ მაძლევს უფლებას არ აღნიშნო, რომ მაშინაც კარგად მღეროდა და ახლაც! ალბათ მერე 10.000 ლარმა, რომელიც მერე გადასცეს, შეაცვლევინა აზრი!

მოკლედ,ისე „მოინდომა”, ჟიურის მაშინდელი მიდგომა მის გორსალობაზე, მეც გამაზიარებინა…
ოჰ ლა, რამ მოგაფიქრა ეს „რუსოს ლახვარი?! ” მაგას არ მოხვდა, თუმცა პირიქით, ხო ხედავ, აქეთ მომართა!
გორსალას ვერ შეცვლი რა!,“- დაწერა რუსუდან მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g