LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავსა და თბილისში, გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს

82

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიასა და მისი მეუღლის სახლებს რუსთავსა და თბილისში ამ წუთებში,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩხრეკენ.

რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლი პირველად 16 იანვარს გაჩხრიკეს, ადვოკატის ინფორმაციით, ამოიღეს იარაღის ტყვიები.ამას გარდა, 17 იანვარს ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ჭანტურიას მეუღლის სახლში, საიდანაც ადვოკატის თქმით, აკრძალული ნივთი არ ამოუღიათ.

შსს-ს ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g