სად და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება – ვაქცინაციის პროგრამის დეტალების, ფაქტებისა და რეალურ მონაცემებთან დაკავშირებით საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ინფორმაცია ფეისბუქგვერდიდან “პროვაქსი” მიიღოს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გვერდი საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის – UK aid-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანი ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა.
“მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ცხოვრების ნორმალურ რიტმში სწრაფად დასაბრუნებლად. აღარ მივცეთ კოვიდს უფლება ერთმანეთს დაგვაშოროს. აიცერი!” – ამ კონცეფციით შექმნილი ვებგვერდი მოუწოდებს საზოგადოებას, გაეცნოს სანდო ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ, რადგან იმუნიზაციის პროცესი პანდემიის დასრულების და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების ერთადერთი საშუალებაა.
27 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვაქცინირებულია 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვია 4 291.