ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომ ე.წ ინდურ შტამს სხვა შტამებისგან განსხვავებული სიმპტომები არ ახასიათებს. ამის შესახებ მან “ფორტუნას” განუცხადა.
მისი განმარტებით, აგრესიული მიმდინარეობა, გართულებები და სიკვდილიანობა ე.წ ინდურ შტამს არ ახასიათებს, თუმცა ის უფრო სწრაფად ვრცელდება.
ინდური შტამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ვაქცინა “ფაიზერია”
“ინდურ შტამთან მიმართებაში განსაკუთრებული და განსხვავებული რეკომენდაციები არ არსებობს, სიფრთხილის ზომები იგივეა. უნდა დავიცვათ რეგულაციები ზედმიწევნით და სახელმწიფოს მხრიდანაც რეკომენდაციების აღსრულებაზე მეტი კონტროლის მექანიზმებია საჭირო. განსხვავებული სიმპტომები კლინიკურ ნიშნებში და გართულებებში ინდურ შტამს არ ახასიათებს”,-განაცხადა ბუწაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ინდური შტამის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. 3 უცხოელი, რომლებმაც საქართველო უკვე დატოვეს, 2 კი ქართველი, რომლებიც იზოლირებულები არიან.