LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე გახარიას პასუხობს: ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა

65
BeFunky-collage-2

„სახელმწიფოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა”, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც ანაკლიის პორტს შეეხებოდა. ცხადია, მის ამ განცხადებას პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მაშინვე გამოეხმაურა და გახარიას მოუწოდა, დაასახელოს ერთი ინვესტორი მაინც, რომელიც პირადად მან მოიზიდა.

„ანაკლიის პორტის ინვესტორები:

– ამერიკული Conti Group

– ამერიკული SSA Marine

– ჰოლანდიური Van Oord

– ბრიტანეთში რეგისტრირებული Wondernet Express LLP (შუააზიური ბიზნესი)

– ბულგარეთში რეგისტრირებული G Star

– ჰოლანდიელი კერძო ინვესტორი ბობ მეიერი

-TBC ჰოლდინგი- საქართველო

-EBRD – ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი

-OPIC აშშ საინვესტიციო ბანკი

-ADB აზიის განვითარების ბანკი

-AIIB აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი.

ინვესტირებული 75 მლ აშშ დოლარი, 400 მლნ საკრედიტო ხაზი! ამათ გახარიამ უხარისხო ინვესტორები უწოდა. ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა… როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ-მინისტრმა. P.S. სია თუ არა, ერთი ინვესტიცია დაასახელოს“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g