LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება

82
maxresdefault

ყველაზე მდიდარი ქართველი ბიძინა ივანიშვილი, ამ დროისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ამავე სიაში, ივანიშვილი გუშინდელი მონაცემებით, $5.92 მილიარდით 495-ე ადგილზე იყო. თუმცა, ამ წუთებში, Bloomberg-ის მილიარდერების სიის სულ ბოლო, ანუ 500-ე ადგილზე ამერიკელი პატ სტრაიკერი იმყოფება $5.93 მილიარდით და ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ადამიანების 500-ეულში აღარ არის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული Forbes-ის რეიტინგით ბიძინა ივანიშვილის ქონება, ამჟამად, 4.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

Bloomberg-ის მილიარდერების სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g