LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორძაია: “თუ დღეს დედამიწაზე ჯოჯოხეთი ბავშვებს აქვთ ღაზას სექტორში, საქართველოში ეს ადგილი ნინოწმინდაა”

124
BeFunky-collage (2)

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“ნინოწმინდის საკითხი უნდა გახდეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საფუძველი: ვინც მალავდა, ვინც არ აქცევდა ყურადღებას, ვინც არ იძიებდა, ვინც დღესაც დუმილით მხარს უჭერს ბავშვების არაადამიანურ/ჩაკეტილ პირობებში ცხოვრებას.

თუ დღეს დედამიწაზე ჯოჯოხეთი ბავშვებს აქვთ ღაზას სექტორში, საქართველოში ეს ადგილი არის ნინოწმინდა”- წერს კორძაია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “ეკონომიკაზე საუბრობთ მხოლოდ?!” – “ოცნების” დეპუტატი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო დუმს, მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ: უგულავა ნინოწმინდის პანსიონზე

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g