„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ზურგი შეაქცია ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე დაუსვეს კითხვა.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ამ კითხვის შემდეგ როგორ მიდის დეპუტატი და არ აპირებს ამ თემაზე ისაუბროს.
ჟურნალისტი ეკითხება, თუ რას ფიქრობს ის ბავშვთა პანსიონზე, რის შემდეგაც, სონღულაშვილი ასე მიმართავს ჟურნალისტს:
“ეკონომიკასთან დაკავშირებით გაქვთ სხვა კითხვა?“ – ამის შემდეგ კი მიდის.
ამის შემდეგ, ჟურნალისტები მას უხსნიან, რომ როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
სონღულაშვილი ამაზე აცხადებს: „შესაბამისი კომიტეტი გაგცემთ მაგაზე პასუხს“.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.
ამავე თემაზე:
ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”
დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე
ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე