ყველაზე მდიდარი ქართველი ბიძინა ივანიშვილი, ამ დროისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების სიაში ისევ იძებნება. ის 5,92 მილიარდი დოლარით რეიტინგის ბოლო პოზიციაზე, ანუ მე-500-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, Bloomberg-ის გუშინდელი მონაცემებით, საქართველოს ექსპრემიერი პლანეტის უმდიდრესი ადამიანების 500-ეულში აღარ იყო. მას ამერიკელმა პატ სტრაიკერმა გადაუსწრო და სწორედ ის იყო მე-500-ე ადგილზე. თუმცა, დღეს მონაცემები ისევ განახლდა და ქართველი მილიარდერი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში ისევ გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული Forbes-ის რეიტინგით ბიძინა ივანიშვილის ქონება, ამჟამად, 4.8 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
Bloomberg-ის მილიარდერების სია