ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა ნიშნობა აპრილში გააუქმეს. გასულ კვირას კი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის რომანი საბოლოოდ დადასტურდა. გავრცელებულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა. „ბენიფერი“ ჰოლივუდის ქუჩებში ჩახუტებულები სეირნობდნენ.
აღნიშნული ფოტოების გავრცელების შემდეგ ლოპესის ყოფილი საქმრო, 45 წლის ალექს როდრიგესი პირველად გამოჩნდა. ის ნიუ-იორკში, ღია ცის ქვეშ მდებარე იტალიურ ბარში, Pitti ეულად ვახშმობდა.
მანქანიდან გადმოსული სპორტსმენი პაპარაცებს უღიმოდა, მან ცერა თითის აწევით თითქოს საზოგადოებას ამცნო, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა რა თქმა უნდა, დანარჩენი ფოტოები და ინსაიდერების ცნობები საპირისპიროს მოწმობენ.
„აცრემლებული ალექს როდრიგესი“, „ეული და მიტოვებული“, „თავზარდაცემულია“, – წერენ კომენტარებში.