LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საია-ს ყოფილი თავმჯდმარე ასოციაციის ანგარიშს არ ეთანხმება

107

“პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები არის მაღალი ხარისხის,” –  ასე ეხმაურება  პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესთან დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშს.

“ საკონსტიტუციო ცვლილებები და საკონსტიტუციო რეფორმა ყველა ძირითადი საერთაშორისო პარტნიორის და კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ არის შეფასებული, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საპარლამენტო სისტემის განვითარების გზაზე. ეს მოსაზრება  გაიზიარა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციამ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან დადებითად არის შეფასებული. რაც შეეხება პროცესს და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, თვეების განმავლობაში ყველაფერი ძალიან ღიად და გახსნილად მიმდინარეობდა. ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო ჯამში დოკუმენტი კონსენსუსით არ იყო მიღებული, თუმცა მიღებული დოკუმენტი არის მაღალი ხარისხის – ყველა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისათვის მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,“ – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ახალ  კონსტიტუციას აქვს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რაც დადგენილია სათანადო პროცედურებით.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, კონსტიტუციის კანონპროექტი  მაღალი ლეგიტიმაციის ნაკლებობას განიცდის და  არ არის საერთო თანხმობის დოკუმენტი

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სპეციალური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები