LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული პეტრას ციხე და ზღაპრული სანაპირო შავიზღვისპირეთში

1466
18 (1)

ზღვაში შეჭრილი კლდოვანი ნაპირები,სიმწვანეში ჩაფლული სანაპირო ზოლი და მაგნიტური ქვიშის პლაჟი. სხვა რა არის საჭირო კარგი დასვენებისა და გარემოს შეცვლისთვის,განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში. გადაცემა ,,ბონ ვოიაჟი” შავიზღვისპირეთში, კერძოდ კურორტ ციხისძირში მიემგზავრება და ამ ადგილის შესახებ ისტორიულ ფაქტებს გიამბობთ.

ზღვისპირა კლიმატური კურორტი ციხისძირი ქობულეთიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 440 მ. -ზე, ციხისძირის მაღლობზე მდებარეობს. კურორტი მრავალი წელია წარმოადგენს ერთ-ერთ მიმზიდველ დასასვენებელ ადგილს, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მისი პოპულარობის ზრდა გარდა ზღვისპირა მდებარეობისა კურორტის სიმწვანემ, განსაკუთრებულმა ჰავამ და სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით მშვიდმა გარემომ აქაურობა მწვანით შემოსილი ფერდობები ციტრუსოვანი ბაღებით, ჩაის პლანტაციებითა და ბამბუკის ხეივნებით ა არის დაფარული.

ცენტრალურ ნაწილში 7 ჰექტარზე გადაჭიმულია პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. ის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა 535 წელს. სოფლის სახელწოდებაც ამ ციხიდან მოდის. ბერძნებმა მას პეტრა უწოდეს, რაც კლდეს ნიშნავს. იგი ქართულ წყაროებში ქაჯეთის ციხედაც იწოდება. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ამ ციხეზეა ლაპარაკი. 1908 წელს ციხისძირში აღმოაჩინეს მდიდარი სამარხი. პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება. ციხის დამცველებს ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში შეეძლოთ ფარული მიწისქვეშა გასასვლელებით ზღვაზე ჩასულიყვნენ და ჯარი ახალი თევზითა და პროდუქტით მოემარაგებინათ. ვარაუდობენ, რომ ძველი ქალაქის ნაშთები ციხის მახლობლად, ზღვაშიც შეიძლება იყოს. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს . 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. ამჟამად შემორჩენილია ციხის ნანგრევები, რომელიც იდუმალებით გადმოჰყურებს ზღვას და თავისი ისტორიითა და სტრუქტურით მნახველისთვის მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს. აქაური ჰავა გამორჩეულად სასარგებლოა სასუნთქი გზების არატუბერკულოზური და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებებიs დროს. ასე რომ ცხელი ზაფხულის გასატარებლად კიდევ ერთი საინტერესო კურორტი გელით საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g