ცოტა ხნის წინ „მალაგას“ 24-ე კინოფესტივალი გაიხსნა. ფილმის, „გარისა და გარსია“ პრემიერაზე 60 წლის ანტონიო ბანდერასი გამოჩნდა. ის როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა.
მას ლურჯი, კლასიკური კოსტიუმი ეცვა, რომელსაც „კონვერსების“ ნახევრად სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა. მის დახვეწილ „ლუქს“ კი მზის სათვალე ასრულებდა. „ზოროს ნიღბის“ ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ტელეწამყვანთან, მარია კასადოსთან პოზირებდა.