ლატვიის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას რჩევით მიმართავს – ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს იმოქმედოს მკაცრად და იყოს ხისტი.
პრეზიდენტი ეგლის ლევიტსი გამოცემა POLITICO-სთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ რუსეთი პატივს სცემს ძლიერს, ბაიდენმა კი უნდა წარმოაჩინოს, რომ ამერიკა ძლიერია და აქვს ორი ძლიერი მხარე:
პირველ რიგში, რეალური სამხედრო შესაძლებლობები – რადგან აშკარაა, რომ აშშ-სა და ნატოს ერთად ბევრად მეტი სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე რუსეთს და მეორე – მათი გამოყენების პოლიტიკური ნება, რადგან კრემლი მუდმივად ცდილობს შეამოწმოს დასავლეთის საზღვრები და ამიტომ სხვა გზავნილი უნდა იყოს, რომ შტატებს ყველანაირი პოლიტიკური ნება აქვს, რომ მეზობლების წინააღმდეგ აგრესია შეაჩეროს.
ლატვიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბაიდენს შეუძლია, წარმატებას მიაღწიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა შეიძლება მას უბრალოდ მოუსმინოს.
“პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან გამოცდილია. ის არის სამართლიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვას: ვლადიმერ პუტინ, აქ გაჩერდი, არც ერთი ნაბიჯით წინ!
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი და ვლადემირ პუტინი პრეზიდენტების რანგში დღეს ჟენევაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.