LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რასაც აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

108
ირაკლი-კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა ის, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით თამარ ჟვანიასა და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ.

„ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს და მასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, კობახიძის შეფასებით, მათი შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.

ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარეს დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები მოუსმენენ.

დეპუტატებს თამარ ჟვანიასთან კითხვები ძირითადად არჩვენების პირველადი შედეგების გამოცხადების დროსთან და კომისიის წევრთა კომპეტენციასთან დაკავშირებით ექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები