LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გერმანიაში ერთი პირი დააკავეს

74
715x400 (4)

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, გერმანიაში ერთი პირი დააკავეს.

Euronews-ის ინფორმაციით,  დღეს გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაკავებულია ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, რომელსაც ბრალად რუსეთის საიდუმლო სამსახურში მუშაობა ედება.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მამაკაცი გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე, სამჯერ შეხვდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წევრს და მას, სავარაუდოდ ორ შეხვედრაზე, დაუზუსტებელი თანხის სანაცვლოდ, უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია გადასცა.

ბრალდებული ილნურ ნ. პარასკევს დააკავეს, შაბათს კი მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩატარდა ასევე ჩხრეკა.

შეგახსენებთ, ბოლო წლების განმავლობაში ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ჰაკერული თავდასხმები და ჯაშუშური სქემებია, რომელშიც გერმანია რუსეთს გამუდმებით ადანაშაულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g