LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით რუსეთის პატრიარქს მიმართავს

116
ილია მეორე და კირილე

კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ გუშინ, გვიან გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ შესაბამისი წერილი საპატრიარქოში უკვე მზად არის და მოსკოვში მალე გაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ ანდრიასა და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტის დამიანეს შეხვედრა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან გუშინ შედგა. ზაზა გახელაძის ოჯახში მისულმა სასულიერო პირებმა ცხინვალის ციხის პატიმრის ოჯახის წევრებს მხნეობა და გამძლეობა უსურვეს.

ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აღარ გადავა - აქცია ისევ ძალაშია

ცნობილი გახდა, რომ გახელაძის უკანონო ტყვეობიდან დასახსნელად საკუთარ ძალებს საპატრიარქოც გამოიყენებს

რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, ის ამ დროისთვის უცვლელია – გახელაძის ოჯახის წევრები დღეს საპროტესტო აქციას სოფელ ქვემო ჭალაში გამართავს.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გასული წლის 11 ივლისს დააკავეს, მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ცხინვალის რეჟიმის ტყვე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

გახელაძის ოჯახი, ორგანიზებას უწევს აქციას „რესპუბლიკის საზღვრის“ უშუალო სიახლოვეს – ნებისმიერი პროვოკაცია კანონის ფარგლებში აღიკვეთება: ოკუპირებული ცხინვალის „კგ“

 

magti 5g