ქეით მიდლტონის უმცროსი და, პიპა მიდლტონი, რომელიც გასულ წელს ჯეიმს მეთიუსზე დაქორწინდა, ძველ შეყვარებულთან მეგობრობას განაგრძობს. 34 წლის პიპა ფოტოგრაფებმა ჩელსიში, ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს, როცა ის ყოფილ ბოიფრენდს და ახლანდნელ მეგობარს, ტომ კინგსტონს ხვდებოდა. ამ უკანასკნელს ამჯერად გაბრიელა უინდძორთან აქვს რომანი. ის პრინცი უალიამის ახლო მეგობარი და ყოფილი ჩოგბურთელია. პიპა მიდლტონს კინგსტონი 2011 წლამდე ხვდებოდა, თუმცა ურთიერთობა დიდიხან ვერ გაგრძელდა.
პიპა მიდლტონმა მეგობრებთან შესახვედრად არჩევანი სპორტული და კლასიკური სტილის სინჯთეზზე გააკეთა. ის Valentino-ს კუბოკრულ პალტოში იყო გამოწყობილი. ანსამბლი კი სპორტულ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.