LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ ოპოზიციის ქმედება ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი იყო, მისასალმებელია, პარლამენტში რომ შემოხვედით: პრემიერი

45
ირაკლი ღარიბაშვილი

“ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არანაირი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ამ ადამიანების მხრიდან, გარდა  აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდების და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში, კარგია რომ აქ, პარლამენტში სხედხართ, მისასალმებელია, რომ შემოხვედით.” – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორებისგან არაერთხელ მოუსმენია, რომ ოპოზიციის ქმედება ქვეყნის იმიჯისთვის იყო დამაზიანებელი და სხვა არაფერი:

“სანამ დავიწყებ პასუხების გაცემას, მინდა კითხვა დავუსვა ოპოზიციას, იმ ოპოზიციას, რომელიც პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას 6 თვის განმავლობაში.

მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია, ჩვენს სახელმწიფოს უდიდესი ზიანი მიაყენა. ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის იყო დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არანაირი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი ამ ადამიანების მხრიდან, მათ მიერ გარდა რაღაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდების და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში, კარგია რომ აქ სხედხართ პარლამენტში, მისასალმებელია, რომ შემოხვედით.” – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა. შემდეგ კი მას კითხვებით დეპუტატები მიმართავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g