LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალება ელდასავით იყო საქართველოსთვის, გამორჩეული ადამიანი საბოლოო ხვედრითაც გამორჩეული აღმოჩნდა – პატრიარქი

3975
BeFunky-collage (10)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე „ქართული ხმების“ სოლისტის ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ზურაბის გარდაცვალება ელდასავით იყო მთელი საქართველოსთვის. ახალგაზრდა თაობის შესანიშნავი წარმომადგენელი, ქართული კულტურის სფეროში ღრმა კვალის დამტოვებელი, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ყოფილი მგალობელი, „ქართული ხმების“ ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი, პიროვნულადაც გამორჩეული ადამიანი საბოლოო ხვედრითაც გამორჩეული აღმოჩნდა.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი და მარადიული ცხოვრება ღვთის სასუფეველში მიმადლოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მხნეობა“, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარში.

ტრაგიკულად დაღუპული ზურა ბაკურაძე დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს.

უბედური შემთხვევა რაჭაში მოხდა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა, რა დროსაც ზურაბ ბაკურაძე ხევში გადავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g