თურქეთში, პირველი ივლისიდან “კომენდანტის საათი” უქმდება.
კაფეებსა და რესტორნებში, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეებში დაწესებული შეზღუდვა იხსნება. გარდა ამისა, დადგენილი წესების დაცვით დაიშვება კონცერტები და ფესტივალები.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, კომენდანტის საათის გარდა გაუქმდება ტრანსპორტის გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვაც.
„დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მივიღეთ, პირველი ივლისიდან სრულად გავაუქმოთ კომენდანტის საათი. სახელმწიფო უწყებები მუშაობის ჩვეულებრივ განრიგს უბრუნდებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვები ასევე უქმდება. გარდა ამისა, ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობაც განახლდება“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება დაინფიცირების შემთხვევების კლების გამო მიიღო.