LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

100

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები დღეს თელავში მცირე, საშუალო ბიზნესის და პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოისმინა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის როლზე და ამ როლის განხორციელებაში პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, პროფესიული განათლების ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე. ამ ურთიერთობის პროცესში კი გასათვალისწინებელია დიალოგის აუცილებლობა დამსაქმებლებსა და პროფესიული განათლების წარმომადგენლებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g