LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „არ ველოდი, ამ ფოტოებმა უამრავი გამომწერი დამაკარგვინა“ – რიკი მარტინი ჰომოფობიურ კომენტარებს პასუხობს

2627
pageg

ცოტა ხნის წინ, რიკი მარტინი და მისი მეუღლე, ჯოვანი იოსეფი ჟურნალის, Cap 74024 გარეკანზე მოხვდნენ. შავ-თეთრ ფოტოსესიაში წყვილი ერთმანეთს ეხუტება, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ახლახან კი მარტინი „ინსტაგრამის“ საშუალებით იმ უარყოფით შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც ფოტოებს მოჰყვა.

„მინდა, ჩემს ყველაზე მგრძნობიარე მხარეზე გესაუბროთ. ერთი კვირის წინ ფოტოები გავავრცელე, ასე აღვნიშნეთ პრაიდის თვე. მოხდა ის, რასაც არ მოველოდი, ამ ფოტოებმა უამრავი გამომწერი დამაკარგვინა.  წერდნენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. რა თქმა უნდა, ჩემი გამომწერების რაოდენობა კი არ მაღელვებს, არამედ იმაზე ვნერვიულობ, თუ რა დგას მათი გადაწყვეტილების უკან. მათმა საქციელმა გამახსენა, რას ვგრძნობდი წლების წინ, მანამ საჯაროდ ვისაუბრებდი ჩემი სექსუალური იდენტობის შესახებ“, –  წერს ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, რიკიმ თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2010 წელს განაცხადა. 2017 წელს კი ჯოვანი იოსეფზე იქორწინა. ისინი 4 შვილს ზრდიან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Ricky Martin (@ricky_martin)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები