ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა და იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, სიკვდილით დასჯის პრაქტიკას გადახედოს.
განხილვის დასრულებამდე აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა არ განხორციელდება.
გარლანდი აცხადებს, რომ „ფედერალურ სისხლის სამართლის სისტემაში ყველა არა მარტო შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით გარანტირებული უფლებებით უნდა სარგებლობდეს, არამედ სამართლიანად და ჰუმანურად მოექცნენ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს“.