რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, კანადაში ტყის ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა.
BBC-ს ინფორმაციით, სოფელი ლიტონი სწორედ იმ პროვინციაში მდებარეობს, რომელსაც მაღალმა ტემპერატურამ უდიდესი ზიანი მიაყენა.
კანადაში რეკორდული სიცხის გამო, ბოლო 5 დღეში 500-მდე ადამიანი გარდაიცვალა
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სოფლის დატოვება მანამდე შეძლეს, ვიდრე ხანძრის მასშტატბები გაიზრდებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დამწვარია ბრიტანეთის კოლუმბიის სოფლის თითქმის 90 % და სრულად არის განადგურებული ინფრასტრუქტურა.
ლიტონის მერმა, იენ პოლდერმენმა განაცხადა, რომ სოფელს ცეცხლი 15 წუთში მოედო. მოსახლეობამ კი სახლების დატოვება მალევე შეძლო.
“გაგვიმართლა და გადავრჩით, 15 წუთში ყველგან ხანძარი იყო, ჩემი ქალაქი “ცეცხლის კედელმა” მოიცვა.” – თქვა მან.
ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება, სავარაუდოდ, გაზრდის ექსტრემალური ამინდით გამოწვეული სხვადასხვა მოვლენის სიხშირეს, მაგალითად, სიცხეებს და ადამიანებს მის შეგდეგებტან ბრძოლა მოუწევთ.
შეგახსენებთ, ერთი კვირაა კალანდა გაუსაძლის სიცხეებს ებრძვის. რეკორდულად გაიზარდა მოულოდნელად გარდაცვლილთა რიცხვიც და ამ ფაქტს სწორედ მაღალ ტემპერატურას უკავშირებენ.
ლიტონში გუშინ ყველაზე მაღალი ტემპერატურა 49.6 გრადუსი დაფიქსირდა.