გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ 52 წლის მსახიობს, რენე ზელვეგერს ახალი გულისწორი ჰყავს. მისი რჩეული 42 წლის ტელეწამყვანი, ენტ ენსტადია. როგორც ტაბლოიდები წერდნენ, მათ ერთმანეთი თვის დასაწყისში გაიცნეს, როდესაც შოუში Ant Discovery იღებდნენ მონაწილეობას.
გაცნობიდან ერთ კვირაში – რენე ზელვეგერს ახალი გულისწორი ჰყავს
და აი, რომანი დადასტურდა. წყვილი რენე ზელვეგერის სახლის აივანზე გადაიღეს. ისინი ჰორიზონტს გაჰყურებდნენ და საუბრობდნენ. რენე მაკიაჟის გარეშე იყო, მას ღია ცისფერი ზედა ამშვენებდა და თმა აჩეჩილი ჰქონდა. ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„რენეს ვარცხნილობაზე ეტყობა, ვნებიანი ღამე ჰქონდათ“, „კარგი წყვილია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ენსტადი მეუღლეს, კრისტინა ჰააკს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა. მათ 1.5 ვაჟი ჰყავთ. პირველი ქორწინებიდან კი წამყვანი 2 შვილს ზრდის.