LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ვერ დაკიდენ: ბათუმში მერიის შენობაზე დროშა უკუღმა დაკიდეს

176

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკუღმა შეტრიალებული აჭარის დროშა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მირდატ ქამადაძემ გადაიღო და ფოტოს ვიდეოც დაურთო თან. ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” წერს.

ბათუმის მერიაში კი განმარტეს, რომ დროშა სწორად იყო დაკიდული და ქარმა შეატრიალა:

“დილიდანვე მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაუშვეს დროშები. ლერმონტოვის ქუჩაზე, დროშის დაწევის შემდეგ ქარმა ამოატრიალა დროშა, ორი სამაგრიდან მოწყდა, დარჩა ერთ სამაგრზე და ამან გამოიწვია დროშის შებრუნება“ – ამბობენ მერიაში.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g