LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა ავღანეთში მისიის მარცხი ფაქტობრივად აღიარა: სერგეი ლავროვი

54
ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-მა, რომელსაც ავღანეთიდან თავის ჯარი გამოჰყავს, ფაქტობრივად აღიარა დამარცხება. ამის შესახებ მან შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტეში საუბრისას განაცხადა.

„აშშ-ს არა უბრალოდ გამოყავს ჯარი ავღანეთიდან, ისინი იქიდან გამოდიან ისე, რომ დე-ფაქტოდ აღიარეს საკუთარი მისიის მარცხი“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანის პარალელურად ავღანეთში ტერაქტების საფრთხე იზრდება, მათ შორის ხაზი გაუსვა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეებს.

ლავროვის პოზიციით, ვაშინგტონი ამ ქვეყანაში ტოვებს სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტის შესაძლებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუკი თავდასხმა მოხდება ტაჯიკეთზე, ეს დაუყოვნებლივ იქნება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის განხილვის საგანი.

შეგახსენებთ, აშშ-მა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი უკვე 90%-ით დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g