LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე სუპერმარკეტების ძარცვისთვის დააპატიმრეს

84

გერმანიაში,  თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს  ქურდობისთვის 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გერმანული  მედიის ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის 16 შემთხვევააზე მიმდინარეობდა. მამაკაცი დანაშაულს ძირითადად სუპერმარკეტებს და აფთიაქებს ძარცვავდა, საიდანაც შოკოლადს, ბავშვთა საკვებს, კოსმეტიკას, კბილის ელექტრონულ ჯაგრისებს, შამპუნებს, საპარსებს, კრემებს და სუნამოებს იპარავდა. დაკავებისას მას 2000 ევროს ღირებულების ნაქურდალი საქონელი აღმოუჩინეს.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ნაქურდალ ნივთებს ჰეროინზე ცვლიდა, ნარკოტიკით  კი ომში მიღებული ჭრილობებით გამოწვეული ტკივილის გასაყუჩებლად სჭირდებოდა.

მისივე თქმით, დაკავებული საქართველოში ყოფნისას შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და სამხედრო სამსახური ავღანეთშიც გაიარა, სადაც ნაღმის აფეთქებისას ზურგისა და კიდურების სერიოზული ტრავმები მიიღო. საქართველოში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, უშედეგოდ. ის თურქეთისა და ბელგიის გავლით გერმანიაში სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩავიდა, რისთვისაც მან თავშესაფარი მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g