LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილ მოგზაურებს ბევრი ქვეყანა იღებს – გაბუნია

338
7878

ქვეყნების დიდ ნაწილში, ჩინური წარმოების ვაქცინები მაღალეფექტიანობის გამო, სხვა წარმოების ვაქცინებთან არის გათანაბრებული, ამიტომ მოგზაურობისა და ვაქცინაციის მსურველები ამ ვაქცინებით აცრისგან თავს არ უნდა იკავებდნენ. – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„სინოფარმი”, “სინოვაკი”, “ასტრაზენეკა” – ყველა მაღალეფექტიანი ვაქცინაა. რაც შეეხება მოგზაურობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ყველა ქვეყანა იღებს ვაქცინაციის სერტიფიკატს იმ ვაქცინების შემთხვევაში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.

სრული ჩამონათვალი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა შეზღუდვის გარეშე განიხილავს “ფაიზერს”, “ასტრაზენეკას”, “სინოფარმს”, “სინოვაკს”, “მოდერნას”, “ჯონსონ ენდ ჯონსონს” და ნებისმიერ სხვა ვაქცინას, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ვაქცინებთან მიმართებით მეტად შეზღუდულ მოთხოვნებს აწესებენ, თუმცა ბევრი ქვეყანა იღებს ამ ვაქცინებით აცრილებს. ასე რომ, მოგზაურობის მსურველებისთვის ვისი მოტივაციაც განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ უნდათ თავისუფლად იმოგზაურონ ქვეყნებში, “სინოფარმი” და “სინოვაკი” ხშირ შემთხვევაში გათანაბრებულია სხვა ვაქცინებთან, რაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g