LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკაში 3 კოვიდინფიცირებული ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა

110
korona 33

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 3 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ციცინიშვილის კლინიკის ერთ-ერთმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

„ერთი ახალშობილია და ორი რამდენი თვის ჩვილია. ახალშობილი კლინიკაში პირველ ივლისს შემოიყვანეს, დანარჩენი ორი კი ერთი კვირაა ჩვენთან იმყოფებიან. სამივე მათგანი მართვის სუნთქვაზე იმყოფება“. – განაცხადა ჩვენთან საუბარში მაია ჩხაიძემ.

ამ ეტაპზე დადასტურებული არაა, ახალშობილები დელტა შტამით არიან დაინფიცირებული თუ არა. მიმდინარეობს სეკვენირება.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძის თქმით, კი დელტა ვარიანტის შემთხვევაში, მისი აგრესიულობიდან და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, თანმდევ დაავადებებზე საუბარი აღარ არის და ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში იმუნიზაციის აუცილებლობა კიდევ ერთხელ დასტურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები