5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს, გამოყვანილი იყო იმდენი სამართალდამცველი, რისი საშუალებაც იყო, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
გომელაური არ ეთანხმება კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია არასათანადოდ იცავდა მედიის წარმომადგენლებს მოძალადე ჯგუფებისგან.
განცხადება გომელაურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლე დატოვა, სადაც, როგორც თავად აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და პოლიციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.
„თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ, ეს ხომ იდიოტიზმია“
„3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. იყო 3 ლოკაცია, მერე 8 ბოლოს გახდა 20 ლოკაცია. 3200 კაცი რომ 20 ლოკაციაზე გაანაწილო 150 კაცი გამოვა… ფიზიკურად აღარაა საშუალება. საშუალება რისიც იყო, მაქსიმალურად იყო გაშლილი. მე გეუბნებით რომ იყვნენ, თქვენ ამბობთ, რომ არ იყვნენ. ”
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა და ფიზიკურად რა საშუალებაც იყო, მოძალადეებს ისინი მათ აკავებდნენ.
“თითქოს გომელაურმა გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ცემონ და პოლიციამ ხელი არ გაანძრიოს, ეს ხომ იდიოტიზმია. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, ბიჭები საავადმყოფოში მოხვდნენ თავები აქვთ გატეხილი. მოძალადეებს ფიზიკურად რა საშუალებაც იყო ვაკავებდით…” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.“