LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა უთხრას ხელისუფლებამ პასუხად დედას, რატომ მოუკლეს ერთადერთი შვილი: ეკა ბესელია

139
eka beselia 22

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხელისუფლებას დედასთან სათქმელი არაფერი აქვს.

„რა უნდა უთხრას ხელისუფლებამ პასუხად დედას, რატომ მოუკლეს ერთადერთი შვილი, რა არის მორალური მკვლელობის ის სერია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გრძელდება“, – აცხადებს ეკა ბესელია, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

„აბსურდული ვერსიების ჩიჩქნა, რისი დამტკიცება უნდათ ამით? არის რაღაც, რაც ადამიანს მორალურად უნდა აჩერებდეს.

გარდა იმისა, რომ ყველა დაწერილ ნორმას არღვევენ, დაუწერელი წესებიც არის, მათ შორის ქრისტიანობაში, შვილმკვდარ დედასთან რაღაცამ უნდა გაგაჩეროს. შუალედური დასკვნები და ამ დროს საბოლოო ვერსიების გამოქვეყნება თურმე, თითქოს სხვა რაღაცაა სიკვდილის მიზეზი, ეს ფაქტს კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის და ამძიმებს.

თუ რამე ამძიმებს ახლა ხელისუფლებას, ამძიმებს ამ განგრძობადი მკვლელობის ფაქტები და დამოკიდებულება. ლექსო გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ვნახე „ტვ პირველში“, ბოლო მისი სიტყვები, რაც დამამახსოვრდა, თქვა, რომ ახლა ვერ ვხედავ და იმედი მაქვს, მხედველობა დამიბრუნდებაო. მინდა, რომ მათ, ვისაც დაბნელებული აქვთ მხედველობა და რაიმე ფორმით ამართლებენ ამ ფაქტს, აეხილოთ თვალი და გაიაზრონ, რომ არის რაღაცები, რომლის პატიება არ შეიძლება. თუ ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვაიძულოთ, რომ გაიაზროს“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ. კოლეგებმა ლექსო შაქარავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g