ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი, ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი „DS მოლი“ გაიხსნა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის აშენებისთვის კომპანიამ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, აქ დასაქმებულ 500-მდე ადამიანს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები, რადგან ისინი ავარიულ მდგომარეობაში არსებულ ყოფილ „უნივერსამის“ შენობაში მუშაობდნენ.
სავაჭრო ცენტრი აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტებით, ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია პარკინგით. კომპანია გეგმავს, აგვისტოში დაასრულოს მეორე შენობაც, სადაც დამატებით დასაქმდება 300-მდე ადამიანი, სავაჭრო ცენტრს შეემატება კინოთეატრი და ბავშვთა გასართობი ცენტრიც.