LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში: „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი

363
203901-cover-b

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფმა, გიორგი ნიკოლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა და მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.

„სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო. ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არამხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყო დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება“ , – განაცხადა ნიკოლიშვილმა.

მან განაცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

ცნობისთვის, 5 ივლისს, გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g