LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

1363
ზურა მახარაძე

“ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის მეუღლის განცხადებით, სამართალდამცავებმა მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დასრულებს შემდეგ, ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცავები ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად დღეს დილას მივიდნენ.

ზურაბ მახარაძის მეუღლის განცხადებით, ამ ეტაპზე მახარაძეს საჭიროდ არ ჩაუთვლია თან ჰყოლოდა ადვოკატი.

“გამოკითხვაზე კიდევ იყო წინა დღეებში და დარჩათ თუ არა დამატებითი კითხვები, ვერ გეტყვით,“- განაცხადა ზურაბ მახარაძის მეუღლემ.
ცნობისთვის, ზურაბ მახარაძის გარდა, სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლშიც შევიდნენ, სადაც ანალოგიურად, ჩხრეკა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g