მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმის შესახებ, როგორი ძლიერი ინტუიცია და წინათგრძნობა აქვს.
დალი ჩიტალაძე:
„ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს. მიშა ცაგარელმა 20 წლის წინ მითხრა, დალი, შენ ცოტა ხანში საერთოდ აღარ დაგჭირდება ჰოროსკოპებში ჩახედვა, ზუსტად გეცოდინება, რა და როგორ მოხდებაო. მართლა ასეა, საქმე იქნება, ჩანაფიქრის განხორციელება თუ სხვა რამ, ზუსტად ვიცი, რა და როგორ გამოვა.
მთელი ცხოვრებაა, ეს განცდა დამდევს. ყოველთვის, როცა რაღაც ცუდი ხდება ჩემს თავს, აფორიაქებული ვარ და ვგრძნობ, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს…“
