LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საარჩევნო პლაკატებს არ მოხსნიან, დაჯარიმდებიან – საკანონმდებლო ცვლილებები

68

თბილისის მერია ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად ახლო მომავალში გადაეგზავნება. ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თბილისის ქუჩებიდან საარჩევნო პლაკატებს არ მოხსნიან, დაჯარიმდებიან.

პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები ჩამოხსნან, რადგან ეს აბინძურებს გარემოს, განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერიაში ახლადშექმნილი, ურბანული საქალაქო სამსახურის დასაკომპლექტებლად მოქალაქეებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მერის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეიქმნას ქალაქის უკეთესი მომავალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g